მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

6476f54981ac0
BM.GE
31.05.23 11:19
578
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7607 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი გამოავლინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, აღნიშნული არადეკლარირებული საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები