მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირიმში, ქერჩის ხიდზე ხანძარი გაჩნდა

634116f94b41d
თამთა ჯიჯავაძე
08.10.22 10:18
600
ყირიმში ქერჩის ხიდზე ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი საწვავის ცისტერნას გაუჩნდა, უკრაინული მედიის ცნობით კი, ხიდზე იყო აფეთქება. ხანძრის გამო, ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია. მომხდარის შედეგად, საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა. ტელეგრამ-არხებზე მომხდარის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალაც ვრცელდება.

„ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია, ასევე შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა რეგიონის ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ქერჩის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა და მის მიზანს ანექსირებული ყირიმის და რუსეთის სატრანსპორტო სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები