კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. როგორც საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტო იტყობინება, სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
"მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.
ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.
სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია", - აცხადებენ უწყებაში.