მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყვავილების მაღაზია „ამელი“ ახალ პროექტს იწყებს

63a1c35f90404
მარიამ დემეტრაშვილი
20.12.22 18:30
723
ყვავილების მაღაზია „ამელი“ 2023 წლის 15 იანვრიდან ახალ პროექტს Ameliehome-ს იწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნუკა-ბარბარე ჩოხელმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თქვა, პროექტი 3 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ყვავილების სახლში გამოძახების სერვისს გულისხმობს.

მისივე თქმით, პროექტის შექმნის იდეა მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რადგან ადამიანები ყვავილებს საკუთარი თავისთვის უკვე ხშირად ყიდულობენ.

„2023 წლის დასაწყისში ჩვენი ახალი პროექტი „ამელი ჰოუმი“ გაეშვება. ამ ახალ წელს ვისურვებდი, რომ ისიც ისეთივე წარმატებული მიმართულება იყოს, როგორიც ჩვენი სხვა პროექტებია. "ამელი ჰოუმი" გულისხმობს, კვირაში ერთხელ ყვავილების კომპოზიციების სახლში გამოწერის სერვისს. ეს არ არის თაიგულის ფორმატი, სახლში მოდის დახურული ყუთი, რომელზეც მომხმარებელი აკეთებს 3-თვიან გამოწერის სერვისს და შეგიძლია, რომ კვირაში ერთხელ სახლის ინტერიერი განაახლო ცოცხალი ყვავილებით. ყველა მომხმარებელს ექნება საკუთარი ანგარიში ameliehome.ge-ზე, სადაც აირჩევენ სასურველ კომპოზიციებს და ავტომატურად მიიღებენ სახლში ერთსა და იმავე დროს, კვირაში ერთხელ“, - თქვა ნუკა-ბარბარე ჩოხელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები