მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა - ბადრიძე

6496a63b46e9b
მარიამ იზორია
25.06.23 00:02
791
ვისი დამსახურება იქნება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება? - გადაცემა „ანალიტიკას“ ამ შეკითხვას სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი პასუხობს.

გიორგი ბადრიძის თქმით, რეალობა არის ის, რომ ამ მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„რეალობას თუ შევხედავთ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა.

ამ ეტაპზე საქართველო არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ეს ამ შუალედურ დასკვნაშიც იქნა ჩაწერილი. ის კრიტერიუმებიც, რაც შესრულებულია აბსოლუტურად არაპრინციპულია. მაგალითად, ომბუდსმენის დანიშვნა. დიახ დაინიშნა ომბუდსმენი, მაგრამ მას ასაკობრივი ცენზი აქვს. როგორც ვხედავ ის მხოლოდ 80 წლის ზემოთ ადამიანების უფლებებს იცავს, რომლებიც კორუფციასთან არიან კავშირში. ასევე - რა ფასი აქვს ანტიკორუფციულ სამსახურს თუ ის დამოუკიდებელი არ არის?!“ - ამბობს ბადრიძე.

ევროკომისიამ შვედეთში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა. სხდომაზე ითქვა, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ამ ეტაპისთვის მხოლოდ სამი შეასრულა.

შეგახსენებთ, საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები