"ყველას საერთო, კონსოლიდირებული, საერთო რჩევა არის შემდეგი - რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია.
მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტერთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარალელურად, თბილისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დიალოგი მიმდინარეობს.