Wolt საქართველოს ქსელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ძლიერდება, - ქალაქების ჩამონათვალს, სადაც მომხმარებელს Wolt-ის კომფორტული მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია, ბოლო თვეების განმავლობაში თელავი, ქობულეთი და უკვე ფოთიც დაემატა.
მიტანის სერვისის არსებობა ცხოვრების ხარისხის ამაღლებასთან ასოცირდება და სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში. როგორც Wolt საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია აცხადებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც Wolt-მა ახალი ქალაქების შერჩევისას იხელმძღვანელა.
“დამატებით ქალაქებში შესვლა ჩვენთვის არის შესაძლებლობა, შევიძინოთ ახალი პარტნიორები, როგორც ტრადიციული ბიზნესები, ისე სტარტაპები, ხელი შევუწყოთ ჩვენ შორის თანამშრომლობის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ქალაქებში გვეყოლება ადგილობრივი პარტნიორი კურიერები, რომელთა მხრიდან თანამშრომლობის ინტერესი დიდია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სერვისი იქნება ყველაზე კომფორტული და ხარისხიანი ახლა უკვე თელევში, ქობულეთსა და ფოთში“, - აცხადებს სერგი მარღანია.
მიტანის სერვისის არსებობას ხშირად დამწყები ბიზნესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის არიან როგორც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მცირე მეწარმეები, ისე კვების ობიექტები, რომლებსაც ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფრასტრუქტურა, რომ მომხმარებელს ადგილზე გაუმასპინძლდნენ და მათი გახსნის ერთადერთი მოტივაცია სწორედ მიტანის სერვისზე მუშაობაა.
ნინა შოშიტაიშვილი ქობულეთში მდებარე აზიური რესტორნის - General Tso-ს მფლობელია. ამბობს, რომ მომხმარებლის მხრიდან მიტანის სერვისზე მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ზღვისპირა ქალაქს ბევრი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, მცირე ბიზნესს არ აქვს რესურსი, დამოუკიდებლად უზრუნველყოს მოთხოვნის ის რაოდენობა, რომელიც მიტანის სერვისზე არსებობს, Wolt-თან პარტნიორობა კი, ცნობადობის გარდა, მის რესტორანს შემოსავალსაც გაუზრდის.
„საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა, როგორც უცხოელი სტუმრებისგან, ისე საქართველოს მოქალაქეებისგან, ძალიან დიდია. ვცდილობდით, დღემდე თავად გაგვეწია ეს მომსახურება, მაგრამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებდით. ადამიანები უკვე შეეჩვივნენ ამ სერვისს. ეს მათ კომფორტს უქმნის და ამიტომაც, ძალიან მოხარული ვართ Wolt-თან პარტნიორობის შესაძლებლობით, რაც მარკეტინგული მიმართულებითაც და ბიზნესის განვითარების კუთხითაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - აცხადებს ნინა შოშიტაიშვილი.
Wolt დღეისათვის საქართველოს 9 ქალაქშია და ქსელის გაფართოებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
(რ)