გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე სრულდება.
პროექტის ფარგლებში, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე, 936 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარი კი, დაახლოებით, 3 500 კვ.მეტრ ფართობზე იგება.
სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 415 900 ლარი დაიხარჯება.