მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზაკვოს“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა - ინვესტიცია $150 მილიონია

619287faaf861
მარიამ იზორია
15.11.21 20:39
11736
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის ე.წ „ზაკვოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო და უახლოეს მომავალში ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. შენობა IG Development-მა „თიბისი ბანკისგან“ გამოისყიდა, კონცეფციაზე კი არქიტექტურული კომპანია „არტ სტუდიო“ და არქიტექტორი გიორგი ტვილდიანი ერთობლივად იმუშავებს.

პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით $130-150 მილიონს შეადგენს, საცხოვრებელ შენობებს, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზებს, სპა-ცენტრს, საცურაო აუზს, სუპერმარკეტებსა და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს.




IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა, bm.ge-ს განუცხადა, რომ შემდეგი ეტაპი განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაა. სანდრო ტოგონიძის თქმითვე, კომპლექსში ჯანსაღი გარემო მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება და ტერიტორიაზე 22 000 კვადრატი რეკრეაციული სივრცე, 10 000 კვადრატი ტერიტორია კი საზოგადოებრივი სივრცე იქნება.

„ვინაიდან შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, დემონტაჟის პროცესს დიდი სიფრთხილით ვახორციელებთ, შენობას ვასველებთ, რომ მტვერი არ წარმოიქმნას, სპეციალური შახტებია გაკეთებული, სადაც ნარჩენები უნდა ჩაიყაროს და ტერიტორია გასუფთავდეს, ამიტომ დემონტაჟს დაახლოებით 8-9 თვე დასჭირდება, ამ პერიოდის განმავლობაში სანებართვო პროცედურებს სრულიად გავივლით, რათა საწყისი ეტაპის დასრულების შემდგომ მშენებლობა მაშინვე დავიწყოთ, ვფიქრობთ ეს დაახლოებით 2022 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება, კომპლექსის დასრულება კი 2026 წელს არის დაგეგმილი, რადგან ამ მასშტაბის პროექტს 4-5 წელიწადი მაინც სჭირდება“, - განმარტავს სანდრო ტოგონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები