მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონის გამოწვევები სვანეთში

BM.GE
22.12.22 13:13
249
მესტიაში, გასული წლის ზამთრის სეზონი, შეფერხებით მიწოდებული ელექტროენერგიის გამო ფაქტობრივად ჩავარდა. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავდა, რომ მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესში იყო ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს. მზარდ დატვირთვას ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებდნენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია სასტუმროებთან ერთად არ მიეწოდებოდა საბაგიროებსაც, რამაც საბოლოოდ, კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა. 

ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემებზე სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები სეზონის დასაწყისშიც საუბრობდნენ, რა ვითარებაა ამ დროისთვის კურორტზე და რამდენად დატვირთულია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია? 

სტუმარი: ირაკლი გურჩიანი - სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები