მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კონტროლის მიღმაა - IAEA

62eaad0d26900
თამთა ჯიჯავაძე
03.08.22 21:14
955
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კონტროლის მიღმაა. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს.

„ბირთვული უსაფრთხოების თითოეული პრინციპი დარღვეულია“, - განუცხადა რაფაელ გროსიმ სააგენტო „ესოშიეტედ პრესს“.

აღსანიშნავია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში სიდიდით პირველია, მარტის დასაწყისის შემდეგ რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული. თუმცა, სადგური მუშაობას აგრძელებს უკრაინელ თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც რუსული ძალების კონტროლის ქვეშ არიან.

როგორც გროსი აცხადებს, მას და მის გუნდს აქვთ მცდელობა, რომ სადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუმცა მათ თავიანთი მისიის განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, სადგურის ტერიტორიაზე არის ბირთვული ნივთიერებები, რომელიც შემოწმებას საჭიროებს. 

ცნობისთვის, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები