საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
„ზაზა ბოხუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
ამჟამად ეკატერინე ტიკარაძეს ოთხი მოადგილე ჰყავს: თამარ ბარკალაია, გიორგი წოწკოლაური, თამარ გაბუნია და თეა ახვლედიანი.