მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

64675eaf23191
სალომე ხიდურელი
19.05.23 15:34
800
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში არაბული ლიგის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საშუალებით განაცხადა, იგი სამიტზე სიტყვით გამოვა, შეხვდება მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

„ჩვენი პრიორიტეტები ყირიმის პოლიტიკური პატიმრებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა, ყველა პატიმრისა და უკანონოდ დეპორტირებული ადამიანის დაბრუნება, ასევე ჩვენი სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, რომლის განხორციელებაშიც აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს ჩართვა, და მომავალ ზამთარს ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პრიორიტეტთა სიაშია, ასევე, უკრაინის მუსლიმთა თემის დაცვა და უსაფრთხოება: „ჩვენთან ერთადაა ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი. ყირიმმა პირველმა გამოცადა საკუთარ თავზე რუსული ოკუპაცია, ოკუპირებულ ყირიმში ჩაგრულთა უმრავლესობა კი მუსლიმია“.

მიმდინარე კვირის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში G7 სამიტზეც წარდგება. დეტალები მისი ჰიროსიმაში ჩასვლის შესახებ, ჯერ-ჯერობით, უცნობია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ომის პარალელურად ქვეყნის გარეთ მოლაპარაკებებს უფროდაუფრო ხშირად მართავს და გასულ კვირას ევროპის რამდენიმე ქვეყანასაც ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები