კიევის მეტროში გასეირნების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი მსახიობს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდა.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა განაცხადა, ტომ კრუზი უკრაინაში მან თავად მიიპატიჟა იმისთვის, რომ მსახიობმა ფილმებისთვის ადგილები შეარჩიოს.
"მიხარია, რომ უკრაინამ დაიწყო მსოფლიო კინოს ვარსკვლავების მოზიდვა. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონი, მსოფლიოს კინოს ვარსკვლავებს კარს გაუღებს. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ტომ კრუზმა კიევის მეტროთი გაისეირნა. 57 წლის მსახიობი მეტრო-სადგურ "ოქროს კარიბჭეზე" შესვლისას დააფიქსირეს.