სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, სასტუმროების აღდგენის დინამიკას დადებითი ტენდენცია აქვს. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში მდებარე სასტუმროების საშუალო დატვირთვა 70%-მდე, ხოლო ბათუმში 80%-მდეა.
„დატვირთვის კოეფიციენტი კარგია და თითქმის უბრუნდება პოსტპანდემიურ პერიოდს. რაც შეეხება ფასებს, ჯერ ისევ დაბალია და იმედია პოსტპანდემიურ პერიოდს დაუბრუნდება", - ამბობს ალავერდაშვილი.
რაც შეეხება თბილისსა და ბათუმში რუსების მიერ სასტუმროების დაკავების პროცენტულ მაჩვენებელს, მისი თქმით მათ შორის დიდი პროცენტული სხვაობაა":თბილისის სასტუმროებში მათი რაოდენობა 7%-მდეც ვერ აღწევს, თუმცა სამაგიეროდ ზღვისპირეთის სასტუმროებში განთავსებული რუსი დამსვენებლების რაოდენობა 35%-მდეა ასული".