APM Terminals Poti-მ საზეიმოდ მიიღო ZIM-ის საკონტეინერო ხაზის ახალი სერვისის (PTF) პირველი გემი, რომელმაც თურქეთსა და საქართველოს შორის პირველი მიმოსვლა შეასრულა.
მათი ცნობით, საკონტეინერო გემი ყოველ 12-14 დღეში ერთხელ იმოძრავებს სტამბოლის ამბარლის პორტსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის და დააკავშირებს ZIM-ის მსოფლიო სერვისებს საქართველოსთან.
კომპანია ZIM 1945 წელს ისრაელში დაარსდა, ამჟამად იგი ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანიაა მსოფლიოში.