მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ აზარაშვილი: ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს

649358c47a8d4
BM.GE
22.06.23 00:15
458
„ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო, სრულად 120 000 ლარით დააფინანსებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ამ დრომდე, 120 ათასი ლარიდან მხოლოდ 70 ათას ლარს აფინანსებდა, პრემიერის აქტიური ჩართულობითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღვიძლის ტრანსპლანტაციას სრულად დააფინანსებს.

„ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მძიმე სოციალური ფონი აქვთ და ასეთი მასშტაბური თანხების მობილიზება უწევდათ, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფო სრულად აიღებს ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი, კვალიფიციური ექიმები, ასეთ რთულ ოპერაციებს ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ატარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები