მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლია საათების წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოიტანა - როდის დაიწყება წარმოება?

646ca0342cb82
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.23 15:10
91
ზვიად ციკოლიამ საათების წარმოების ნაწილი შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანა. ცნობილია, რომ დიზაინერი წარმოების საქართველოში გამართვას 2022 წლისთვის გეგმავდა იმ რწმენით, რომ მაღალი ხარისხის საათების წარმოება საქართველოშიც შესაძლებელი იყო. ამის შესახებ ციკოლიამ ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულს ისაუბრა.

დღეს კი BM.GE-სთან საუბრისას სამრეწველო დიზაინერი ამბობს, რომ ექსკლუზიური საათებისთვის საჭირო დანადგარები უკვე ქვეყანაშია სულ მალე აქ დამზადებული საათები „წარმოებულია საქართველოშის“ წარწერით გამოჩნდება. საწარმოს პროექტის საინვესტიციო ღირებულების გაჟღერებისგან დიზაინერი თავს იკავებს და მის სიმძლავრეებზე ამახვილებს ყურადღებას.

"საუკეთესო შვეიცარული და ამერიკული დანადგარები ჩამოვიტანეთ. ნაწილი კიდევ გზაშია. თანამშრომლები სტაჟირებაზე შვეიცარიაში გავუშვით. კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვა ქვეყნებში შესაბამისი სპეციალობის კადრების მივლინებას კიდევ ვგეგმავთ. გუნდი მუდმივ ზრდაშია როგორც პროფესიონალური მიმართულებით, ასევე რაოდენობრივად.

წლის ბოლომდე დავიწყებთ ახალი სერიის ძვირადღირებული საათების „წარმოებულია საქართველოში“ დამზადებას. საათების მასიურ წარმოებას შვეიცარიაში ვტოვებთ, ძვირადღირებული საათების წარმოება კი საქართველოში მოხდება, რაც ექსკლუზიური და ლიმიტირებული იქნება.

ვფიქრობ, წლის ბოლომდე პირველი საათის დამზადებას უკვე შევძლებთ. წლიურად კი 30-50 საათის წარმოება იქნება შესაძლებელი“, - უთხრა BM.GE-ს ზვიად ციკოლიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები