მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 სასტუმრო, რომელმაც საკარანტინე სივრცე მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა

5ec3d60aec02f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.20 17:00
10727
საქართველოში Covid-19- ინფექციის გავრცელების დაწყებიდან საქართველოს მთავრობამ მალევე დაიწყო საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან გამოყვანა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მათი ე.წ. საკარანტინე ზონებში განთავსება. საკარანტინე ზონებს კი წარმოადგენდნენ სასტუმროები, რომელსაც სახელმწიფო ქირაობდა.

BM.GE-ის მიერ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად პროგრამაში ჩართული 85 სასტუმროდან 5 სასტუმრო, მათი მფლობელების გადაწყვეტილებით მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა, რაც ჯამში 671 ნომერია.

რომელია ეს სასტუმროები:

1) სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასი (200 ნომერი);
2) ოაზის ჩაქვი (84 ნომერი);
3) იბის სთაილსი (90 ნომერი); 
4) მოქსი (124 ნომერი);
5) ამბასადორი კაჭრეთი (155 ნომერი).

აღსანიშნავია, რომ ყველა სხვა სასტუმროს სახელმწიფო ერთ ნომერში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ 59 ლარს უხდიდა.

„მას შემდეგ რაც 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის, ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ტურზმის ადმინისტრაციის მიერ BM.GE-ს წერილის საპასუხოდ მომზადებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, კერძოდ 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში განთავსებულია 3872 პირი, ხოლო 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცე 18403 ადამიანმა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები