მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

611e5d1adcc09
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 17:37
2486
„ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩოხატაურში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ჩოხატაურში „ქართუ ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხარე ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალით გამოირჩევა.

„დღეს შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც, „ქართუ ფონდის“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები