8 ივნისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს მიღებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნა არის დაგეგმილი. ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, ასევე საქალაქოთაშორისო სამგზავრო გადაყვანებსა და სასტუმროებს.
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნება:
- რესტორნებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების დაცვით, შეეძლებათ გააგრძელონ მუშაობა. საუბარია რესტორნების დახურული სივრცეების გახსნაზე;
- უქმდება შეზღუდვა, რომლითაც ქვეყანაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა აიკრძალა;
- 8 ივნისიდან ქვეყანაში აღდგება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ ეხება მატარებლებს. ამ შემთხვევაშიც, სავალდებულო იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრული ნორმების დაცვა;
- როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს განაცხადა, 8 ივნისიდან ქვეყანაში გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება წარმატებით გაიარეს.