ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 7.6%-ით შემცირდა და მილიარდ 50 მილიონი კილოვატისაათი შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეული სადისტრიბუციო კომპანიების მაჩვენებლებს, თბილისში, "თელასის" აბონენტების ჯამურმა მოხმარება 222 მლნ 135 ათასი კვტ.სთ შეადგინა, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების კი - 370 მლნ 259 ათასი კვტ.სთ.
ამ ფონზე, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 4.3%-ით გაიზარდა და 217.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.