მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai კომპიუტერული ჩიპების ნაკლებობის გამო წარმოებას დროებით აჩერებს

6062022d7a0ea
ნათია თაქთაქიშვილი
29.03.21 21:30
763
Hyundai Motor-ი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, სამხრეთ კორეაში მდებარე ქარხანაში ავტომობილების წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Hyundai-ის ქარხანაში წარმოება 5 აპრილიდან 13 აპრილამდე შეჩერდება. როგორც წესი, Hyundai Motor-ის აღნიშნული ქარხანა წელიწადში დაახლოებით 311,000 ავტომობილს აწარმოებს.

Reuters-ის მიხედვით, არსებული მარაგების წყალობით, Hyundai-ის საწარმომ სხვა ავტოკონცერნებთან შედარებით შეძლო კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს უფრო დიდხანს გამკლავებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კომპიუტერული ჩიპების დეფიციტმა ავტოწარმოებაში პრობლემები შეუქმნა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის General Motors-ი, Ford-ი, Stellantis-ი და ჩინური ელექტრომობილების საწარმო NIO. General Motors-ი და Ford-ი ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ თუკი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება, ავტოკონცერნები 2021 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჩიპების წარმოების პროცესის შეფერხება დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები