იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს 22 პუნქტად ჩამოწერილი 26 სხვადასხვა სახის შენიშვნა გაუგზავნა, რომელთა ნაწილიც ფორს-მაჟორის მუხლს, ნაწილი - ტერმინების დაზუსტებას და ნაწილი გარკვეული ბუნდოვანებების შესწორებას ისახავდა მიზნად. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწერილი შენიშვნები, რომელთა ნახევარიც გაითვალისწინა და ასახა კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ნაწილს კი ინვესტორ კომპანიასთან შეჯერების შედეგად არ დაეთანხმა.
ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა შენიშვნების ფურცელი, სადაც თავი მოუყარა მხარეების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და მთლიანი დოკუმენტი განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი განიხილეს მთავრობის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გათვალისწინებული შენიშვნებით გაფორმების შესახებ. გამოცემა “ნიუპოსტმა” მოიპოვა ეს დოკუმენტი, რომელიც ასახვს უშუალოდ რომელი შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.