მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი ისევ გაზარდა

62c6eb72a5e61
ნინო ტაბატაძე
07.07.22 18:41
691
ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებლებს ზრდის.

ახალი პროგნოზით, ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ივლისში, ექსპორტზე 128 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავა, ხოლო აგვისტოში - 33 მლნ კვტ/სთ.

შედეგად, 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი, ჯამში, 783 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რაც 2011 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია. 2011 წელს ექსპორტზე 930 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა.

ექსპორტზე დადებითად მოქმედებს წყალუხვი სეზონი და თურქეთში ელექტროენერგიის მაღალი ფასები. 1 კვტ/სთ ელექტოენერგიის ღირებულება მეზობელ ქვეყანაში 12 ცენტამდეა გაზრდილი.

ელექტროენერგიის ექსპორტი წლების მიხედვით:

2011 წელი ექსპორტი 930 მლნ კვტ/სთ
• 2012 წელი ექსპორტი 528 მლნ კვტ/სთ
• 2013 წელი ექსპორტი 450 მლნ კვტ/სთ
• 2014 წელი ექსპორტი 603 მლნ კვტ/სთ
• 2015 წელი ექსპორტი 659.9  მლნ კვტ/სთ
• 2016 წელი ექსპორტი 599   მლნ კვტ/სთ
• 2017 წელი ექსპორტი 685.7  მლნ კვტ/სთ
• 2018 წელი ექსპორტი 588.5  მლნ კვტ/სთ
• 2019 წელი ექსპორტი 243.4  მლნ კვტ/სთ
• 2020 წელი ექსპორტი 153.7  მლნ კვტ/სთ
• 2021 წელი ექსპორტი 1.07 მლნ კვტ/სთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები