მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ოქტომბრის ბოლოდან ფრენების სიხშირის ზრდას აანონსებს

5f881c1822b8f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.20 13:55
1127
ჩვენ მივიღეთ საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის გადაწყვეტილება, მაგრამ ფრთხილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენები დაემატება როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან და ეს ეტაპობრივად მოხდება.

„პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებით დამატებითი ფრენების დაწესება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყნის ეკონომიკას მეტ ჟანგბადს მიაწვდის. ამასთან ჩვენ მოგვცემს საშუალება, რომ დამკვირვებლები მარტივად შემოვიყვანოთ.

ამასთან ერთად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემდგომ უკვე ნოემბრისთვის ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორდ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები