მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბრენდი Entrée ბრიტანულ ბაზარზე შედის და პირველ ობიექტს ლონდონში ხსნის

5e53d23d91806
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 17:56
10756
"ანტრე" უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფი კვების ქსელად ჩამოყალიბდა. კაფეტერიების ქსელის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 2020 წლის ზაფხულიდან ლონდონში, ნოთინგ ჰილში ახალი ობიექტი გაიხსნება. ობიექტი ფრანგულთან ერთად, ბრიტანულ ბაზარზე ქართული კულინარიით და ალკოჰოლური სასმელებით წარსდგება. 

საქართველოს და აზერბაიჯანის გარდა, დიდი ბრიტანეთი მესამე ქვეყანა იქნება, რომელშიც "ანტრე" შედის. დღეისთვის კომპანია ბაქოში - 4 და თბილისში 15 კაფეტერიას მართავს. 

"ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს. "ანტრე" თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.

ანტრე ლონდონი ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული სუფრის ელემენტები," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ბრიტანული ბაზრისთვის "ანტრემ" ახალი Facebook გვერდიც - Entree London-იც შექმნა. 

"ანტრეს"  ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.47 მილიონ ლარს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები