მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს - მინისტრი

6025210f5ada0
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 16:31
3457
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და მხოლოდ ერთწლიანი არ იქნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ მხარესთან აღნიშნული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს.

„ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამ ეტაპისთვის ეს არის ბულგარეთი და ისრაელი, ასევე საფრანგეთთან გვაქვს დიალოგი ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთწლიანი პროგრამა, ამას ექნება სისტემატიური ხასიათი“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ვინ და როგორ შეძლებს მუშაობას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები