"აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს, თუმცა მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.
არავის მოსწონს ელიავას ბაზრობის არსებული მდგომარეობა, შესაბამისად იმ ტერიტორიის ისე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი იქნა შემუშავებული. მერიის გეგმარების საფუძველზე ისინი თავად განახორციელებენ ტერიტორიის განვითარებას. შეთანხმება შედგა, როგორ მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება. პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავეთ გაითვალისწინებს ქალაქის, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანებს მოსწონთ იმ პირობებში მუშაობა"-განაცხადა კალაძემ.