მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს? - ეკატერინე ტიკარაძე

5f16a1606554d
ინგა მურუსიძე
21.07.20 12:10
1369
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით კენჭიყრსის მოლოდინშია. Bm.ge-მ დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა -   როდის დადგება საბოლოოდ კენჭისყრაზე კანონპროექტი ან შევა თუ არა მასში ცვლილებები ანუ დაბრუნდება თუ არა საკანონონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენის რეჟიმში.

“კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა პარლამენტში და სამინისტროს გააჩნდა თავისი მოსაზრება; კანონი გავა იმ ფორმატით, რაც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისების უსაფრთხოებას ყველაზე მეტად დაიცავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრმა bm.ge-ის დამატებით კითხვებს არ უპასუხა. 

ცნობისთვის: 17 ივლისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს. იმავე დღეს გაიმართა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მოსმენა-მიღება; შემდეგ იყო ისევ ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენა და ბოლოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა ეყარათ კენჭი, მაგრამ კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს არ დაამტკიცებდნენ. „გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოიკვეთა დროის საჭიროება და მინდა, გთხოვოთ, მესამე მოსმენის გადავადება", - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ არჩილ თალაკვაძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა და კენჭისყრაც გადაიდო.

თემაზე Bm.ge თამარ გაბუნიასაც ესაუბრა, მაგრამ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, რა იყო ძირითადი მიზეზები, რის გამოც კანონში ცვლილებები არ მიიღეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ შუალედში ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა.

შეგახსენებთ: პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები