მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს “თბილისი ჰილსს”, რომელიც დედაქალაქის საზღვრის შეცვლას ითხოვს

617ffb4294818
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.21 19:00
1402
2014 წელს, საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით, 3,311,127 კვადრატული მეტრი ანუ 331 ჰექტარის მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა.

სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების განუსაზღვრა, კერძოდ, ინვესტორს ტერიტორიაზე სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა დაევალა, რაშიც ინვესტიციის სახით მინიმუმ 6.4 მილიონი ლარი უნდა ჩაედო. შესაბამისად, მიწის ღირებულებისა და საინვესტიციო ვალდებულება 15.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც კვადატულ მეტრზე გადათვლით მხოლოდ 4.65 ლარს შეადგენდა.

ამჟამად, "თბილისი ჰილსი" დედაქალაქის უმსხვილეს გოლფ კლუბს და მაღალი კლასის ვილებს აერთიანებს.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის” 100%-იანი წილის მფლობელია შპს SKINEST RAIL GEORGIA, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი.

ტერიტორიის ძირითადი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ექცევა, თუმცა, დაახლოებით, 100 ჰექტარი (1 მლნ კვადრატული მეტრი) თბილისსაც მოიცავს, რისი შეცვლისთვისაც კომპანიის წინადადება საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა, რის შედეგადაც აღნიშნული მიწები გარდაბნის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს.

SKINEST RAIL GEORGIA-ს ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიის შემოსავალი - 11.2 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 18.9 მილიონი ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 4.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, 2019 წელს კი მისი მოგება 5.3 მილიონი ლარი იყო.

თავად “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” კი 2019 წლის ფინანსურ ანგარიშში საკუთარი აქტივების ღირებულებად 88.5 მილიონი ლარი აქვს მითითებული.

თბილისის საზღვრის ცვლილების პროექტი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები