ყაზახეთი რამდენიმე დღეა ყველაზე მწვავე კრიზისშია, რაც კი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჰქონია. არაეულობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ქვეყანაში რუსული და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო მისია შევიდა. უცნობია კიდევ რამდენ ხანს გასტანს ქვეყანაში არსებული ვითარება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არც თუ ისე დიდია, 2021 წლის 11 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ $103 მილიონი დოლარი იყო. აქედან ქართული ექსპორტი - $84.6 მილიონი, იმპორტი კი 18 მილიონი დოლარი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყაზახეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს და ექსპორტი იმპორტს აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული ყაზახეთში ექსპორტი იმპორტზე მეტი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ საექსპორტო საქონელს, მასში წამყვან ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ყაზახეთში $19.7 მილიონის ავტომობილები გავიდა. წინა წლებშიც ექსპორტში წამყვანი ადგილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს ეკავა.
ყაზახეთში საექსპორტო საქონლის ტოპ ათეულში ასევე შედის მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები და ღვინოები.
რაც შეეხება იმპორტს ყაზახეთიდან, მასში ძირითადად ნავთობპროდუქტები და სხვადასხვა დასახელების ინდუსტრიული პროდუქტი შედის, უფრო დეტალურად საქართველო-ყაზახეთის ვაჭრობის სტატისტიკა ასეთია: