მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა, შესაძლოა, GWP-იც შეამოწმოს - გიორგი ფანგანი

61fad1103edf6
თამთა ჯიჯავაძე
02.02.22 22:45
809
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, შესაძლოა, შემოწმებაზე GWP-შიც შევიდეს. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, ამჟამად კომისია სასმელი წყლის დარიცხვებს სწავლობს, ვინაიდან ამ მიმართულებით კომისიაში მომხმარებელთა საჩივრები შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.

„სასმელი წყლის დარიცხვების შესწავლაც მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია მიღებული GWP-დან. მათთან გაგზავნილი გვაქვს წერილი. ჩვენს ხელთ არის მომხმარებელთა განაცხადები და საჩივრები, თუ საჭირო გახდა და ამ გადამოსახედიდან ასეთი საჭიროება ალბათ დადგება, იქაც იგივეს გავაკეთებთ, ანუ შევალთ კომპანიაში და თუ აღმოჩნდა დარღვევები, რის საშუალებასაც კანონმდებლობა გვაძლევს, კომისია სრული სიმკაცრით იმოქმედებს, როგორც აქამდე ანალოგიურ შემთხვევებში გაუკეთებია“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ცნობისთვის, დღეს სემეკში ასევე განაცხადეს, რომ მარეგულირებელი კომპანიებში “თელმიკო” და “თელასში” შემოწმებაზე შევა, ვინაიდან, მათ უკვე მოქალაქეების 100-მდე განცხადება მიიღეს და აქაც მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები