მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shaori Chalet - ახალი ტურისტული ადგილი შაორის ტბაზე

5fa80c51e2da4
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 19:20
8966
რაჭაში, შაორი ტბაზე სექტემბრიდან ახალი ტურისტული ადგილი Shaori Chalet ამოქმედდა.

შაორის ტბაზე მოცურავე დასასვენებელი კოტეჯი, პროექტის იდეის ავტორმა საკუთარი 40 000 ლარამდე ინვესტიციით განახორციელა და ადგილობრივ დამსვენებლებში საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.



BM.GE-ისთან საუბრისას Shaori Chalet-ის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ წყალზე მოცურავე კოტეჯის იდეა 2019 წელს გაუჩნდა, ხოლო ლოკაციად შაორი, რაჭისადმი სიყვარულისა და ამ რეგიონში ტურისტების მაღალი მაჩვენებლის გამო შეარჩია.

„2019 წლიდან დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ კოტეჯი ყოფილიყო ყველანაირად უსაფრთხო და საჭირო ნივთებით აღშურვილი. ჩვენი იდეა სისრულეში მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყიში მოვიყვანეთ და პირველი სტუმარიც სწორედ ამ დროს მივიღეთ.

Shaori Chalet განსხვავებულია თავისი კონცეფციითა და ლოკაციითა, ის სულ წყალში მდებარეობს და დამსვენებელს მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის, ნისლიანი შაორისა თუ რაჭის ბუნების პეიზაჟებით ტკბობას სთავაზობს.

მომსახურებაში შედის დამსვენებლის კატარღით კოტეჯამდე მიყვანა და საუზმე. კოტეჯი სულ 13 მ2 ფართობისაა და მასში განთავსებულია სამზარეულო, აბაზანა და საძინებელი“, - ამბობს Shaori Chalet-ს დამფუძნებელი.



მისივე ინფორმაციით, ტურისტულ კოტეჯში უსაფრთხოების ყველა დეტალი გათვლილია და ის ისეა დაპროექტებული, რომ ღელვის დროსაც დამსვენებელი სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.



Shaori Chalet-ის ერთი დღით დაჯავშნის ღირებულევა 350 ლარია და ფასი კოტეჯის მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ კოტეჯის ამოქმედებიდან დღემდე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მომხმარებლები კოტეჯს ძირითადად 1-2 დღით ჯავშნიან. აღსანიშნავია, ისიც რომ დღეისთვის Shaori Chalet 4 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები