მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ბახმაროში შარშანდელთან შედარებით ნაკლები დამსვენებელია - ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი

5f36e6f3b39e1
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 20:00
1934
წელს ბახმაროში შარშანდელთან შედარებით ნაკლები დამსვენებელია, - ამის შესახებ BM.GE-ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ჟღენტმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბახმაროში დაახლოებით 3 200 ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 2 200 ოჯახი დასასვენებლადაა ჩასული.

დავით ჟღენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა, რაიმე ღონისძიებების ან აქტივობების განხორციელება დამსვენებელთა მოსაზიდად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე არ იგეგემება. უფრო მეტიც ბახმაროს ტრადიციული დოღიც წელს არ ჩატარდება.

„ღონისძიებები წელს არ იგეგმება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ წელს ბახმაროს დოღიც არ ჩატარდება. დოღი ყოველწლიურად 19 აგვისტოს, ფერისცვალებას ტარდება ხოლმე. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივები ასევე ჩამოსულები, რომლებიც ასპარეზობენ როგორც სოფლის ჯიშის, ასევე სუფთა ჯიშის ცხენებით. დოღის დღეს ბახმაროში დაახლოებით 25 000 ადამიანი იყრის ხოლმე თავს. ვინაიდან ამ მდგომარეობის გაკონტროლება რთული იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დოღი არ ჩავატაროთ“, - განაცხადა დავით ჟღენტმა.

ბახმარო ჩოხატაურის რაიონში მდებარე კურორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები