Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#რედაქტ2: ავტომობილების ბიზნესი საქართველოში - ინტერვიუ ლევან სუხიტაშვილთან / 06.04.2023

BM.GE
06.04.23 16:07
165
2022 წელს, საქართველოში ავტომობილების იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინდუსტრიამ ზრდა არა მხოლოდ ფულად გამოსახულებაში აჩვენა, არამედ მნიშვნელოვანი მატებაა რიცხვებში რაოდენობრივი თვალსაზრისითაც. გასულ წელს, ქვეყანაში 149 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც, თავისთავად, 18%-იან ზრდას ნიშნავს. ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ეკონომიკისთვის უცხო და უცნობი მიმართულება არ არის, თუმცა ზრდის ის მასშტაბი რაც გასულ წელს იყო რეკორდულია და უმეტესწილად უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენით ჩაკეტილი რუსული ბაზრის ეფექტით შეიძლება აიხსნას. 

ავტომობილების იმპორტი საქართველოში ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და გერმანიდან ხორციელდება. წილობრივად ყველაზე მეტ ავტომობილს საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდულობენ და ამ მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები სტრუქტურაში 2023 წელს არ ფიქსირდება. 

მნიშვნელოვანი ცვლილებები ექსპორტის ბაზრის სტრუქტურაში უფრო იყო. 2022-ის სტატისტიკურ მონაცემებში საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოები: სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი გამოჩდნენ სადაც ჯამში 402 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავყიდეთ.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი წილი სომხეთზე მოდის, რომელსაც ყაზახეთი, რუსეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი მიჰყვებიან. ცხადია, ექსპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინა და აზერბაიჯანიც. 

როგორ შეიცვალა ბაზარზე ტენდენციები, რა სირთულეები აქვთ იმპორტიორებს, საჭიროებს თუ არა სექტორი საკანონმდებლო ცვლილებებს და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს წელს ბაზარზე?

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - bm.ge-ის რედაქტორი;
სტუმარი: ლევან სუხიტაშვილი - Lion Group-ის გენერალური დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day