მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.
ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge