აზარტული თამაშების კომპანიების ფინანსური შედეგები:
ჯგუფი Adjarabet-ი:
● შემოსავალი 2019 წელს - 284 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 75 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს - 114.5 მილიონი ლარი.
მფლობელები:
ჯგუფი Adjarabet-ი საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საქმიანობს. 2019 წელს კომპანიის 51%-იანი წილი Adjarabet ჯგუფის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Enterntainment PLC-ის (მაშინ Paddy Power Betfair-ს) 115.4 მილიონ ევროდ მიყიდა. შესაბამისად, დღეისთვის ჯგუფის მაჟორიტარული წილის მფლობელი სწორედ Flutter-ია. ჯგუფის მაკონტროლებელ კომპანიას შპს “ატლასი” ეწოდება, საქართველოში ის აერთიანებს კომპანიებს “ავიატორსა” და “კოსმოსს”. სომხეთში კი კომპანიას შპს “საბარკო” და “კაბარკო” წარმოადგენენ.
Betlive-ი ორი ძირითადი კომპანიისგან შედგება, ესენია:
1) შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად სათამაშო აპარატებიდან) - 294 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 3.9 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს - 11.1 მილიონი ლარი.
2) შპს “ბეთლაივი”
● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) - 81 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს -13 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს - 12 მილიონი ლარი.
მფლობელები:
შპს ბეთლაივი, მფლობელები - “2019 წლის 31 დეკემბრისა მდგომარეობით, კომპანიის წილის მფლობელები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიტი ვენჩარი“ - 40%, სულიკო ვარსემაშვილი - 38%, დავით ველიჯანაშვილი - 19% და თამაზ ხარაიძე - 3%”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში. კომპანია ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს.
შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”, მფლობელები - “სულიკო ვარსემაშვილი, საქართველო, - 50% ირინა ზაიკოვა, უკრაინა, 23.25% ლარისა მისოტსკა, უკრაინა, - 23.25% ლილიტ არუთიუნიანი, უკრაინა, - 3.5%,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს კომპანიამ მოთამაშეებზე მოგების სახით 268 მილიონი ლარი გასცა.
კრისტალბეთი:
● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) - 260.2 მილიონი ლარი; ● წმინდა მოგება 2019 წელს - 94.3 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს - 89.6 მილიონი ლარი.
მფლობელები:
ჯგუფი კრისტალბეთი ბაზარზე შპს “მარსის” სახელით ოპერირებს. აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანია 2015 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული და მისი მაჟორიტარული წილის მფლობელი Bwin Holdings-ია. კომპანიის მესაკუთრეთა სია ასეთია:
“Bwin Holdings (Malta) Limited 51%; ლევან ახვლედიანი 24%; კნიაზ დასენი 10%; გიორგი ჩხეიძე 5%; კობა გიგლემიანი 5%; ვანო გიგლემიანი 5%,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.
კროკობეთი:
● შემოსავალი 2019 წელს - 36.8 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2019 წელს - 2.6 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს -5.5 მილიონი ლარი.
მფლობელები:
კროკობეთი ბაზარზე შპს “ფულ ჰაუსის” სახელით ფუნქციონირებს და ის 2016 წლის 31 მარტს არის დაფუძნებული. კომპანიის 2019 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, მისი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასეთია:
“თემურ მიქელაძე – 40%; გურამ დოლიძე – 2.5%; ზურაბ ერქომაიშვილი – 2.5%; ბაკურ ხარჩილავა, – 2.5%; გიორგი ბარნაბიშვილი – 2.5 %; ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ, - 16.67%; გიგი ლევაი-ვეის, - 16.67 % მანფრედ ბოდნერი, - 16.66%,”- ნათქვამია დოკუმენტში.
საქსტატის ინფორმაციით, აზარტული თამაშების სექტორი 2019 წლის მდგომარეობით 11 ათას ადამიანს ასაქმებდა.