Bm.ge-მ საქსტატიდან ასევე გამოითხოვა ევროკავშირში საექსპორტო TOP-10 საქონლის სია. პირველ სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი და სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი.

რაც შეეხება იმპორტს, ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან TOP-3 საიმპორტო საქონელს შორისაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, მსუბუქი ავტომობილები და ა.შ.
TOP-10 სიმპორტო საქონლის რეიტინგი:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($312 მლნ)
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ($223 მლნ)
3. მსუბუქი ავტომობილები ($134 მლნ)
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები ($29 მლნ)
5. ფეროშენადნობები ($24 მლნ)
6. მსუბუქი ავტომობილები ($21 მლნ)
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($21 მლნ)
8. მინერალური და მტკნარი წყლები ($20 მლნ)
9. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა ($19,6 მლნ)
10. ნაწარმი ხისა, სხვა ($11 მლნ).