მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატილში ელექტრომომარაგება აღდგა - „ეს პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა“

62e3a84fb6dbc
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 20:50
825
ფშავ-ხევსურეთის მხარეში კონკრეტულად კი სოფელ შატილს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად 23 ივლისიდან აღუდგა. მანამდე 1 კვირით ადრე კი სოფელს დენი შეფერხებებით მიეწოდებოდა.

აღსანიშნია, რომ შატილში მოქმედი მცირე ბიზნესების წარმომადგენლები 13 ივლისს BM.GE-სთან ყვებოდნენ, რომ ელექტროენერგიის არქონის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებდნენ. შედეგად სტუმარმასპინძლობის ადგილობრივი დაწესებულებები, რომლებიც ტურისტების მომსახურებას მხოლოდ ზაფხულის თვეებში ახერხებენ, შემოსავლის გარეშე იყვნენ. იმის გასარკვევად როგორ გადაწყდა შატილში ელექტრიფიკაციის პრობლემა BM.GE-იმ „სანფლაუერის“ დამფუძნებელ გიორგი ჭინჭარაულს მიმართა. ადგილობრივი მცირე ბიზნესის მფლობელი ამბობს, რომ ელექტროენერგია აღუდგათ, თუმცა ამასთან ერთად ადგილობრივებმა გაფრთხილებაც მიიღეს, რომ უამინდობისა და წვიმის შემთხვევაში დენი კვლავ ჩაუქრებათ.

„დიახ, ელექტროენერგია ერთი კვირაა, რაც შეუფერხებლად მოგვეწოდება, თუმცა ეს მდგომარეობა სტაბილური არ არის. ვიცით, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე მაშინ დავდგებით, როდესაც წვიმები დაიწყება. რადგან ჰესის „ბიტეხი 1“-ის დაზიანებული ნაწილი კი არ გამოიცვალა, არამედ შეკეთდა და უამინდობის დროს, მდინარის ამღვრევისას ჰესი კვლავ გამოირთვება“, - განმარტავს გიორგი ჭინჭარაული.

კაფე „სანფლაუერის“ დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ გასულ პერიოდში უშუქობის გამო კაფის მუშაობის განახლება ვერ შეძლეს. ამიტომ საჭირო სამუშაოებს ახლა ახორციელებენ და კაფე სტუმრებს აგვისტოდან უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები