ბელგიამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ბელგიის მთავრობა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან €92 მილიონს უკრაინას გადასცემს.
ამ სახსრების წყაროს წარმოადგენს ბელგიის საგადასახადო შემოსავლები, გაყინული რუსული ფინანსური აქტივებიდან.
„ამ თანხის ნახევარი, 46 მილიონი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. ეს მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს“, – ნათქვამია ბელგიის მთავრობის განცხადებაში.
თანხის მეორე ნახევარი უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება.