მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი საფრანგეთიდან ჩამსვლელთათვის 14-დღიან კარანტინს არ დააწესებს

5eb91f9f6a732
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.20 20:43
1258
ამ ეტაპზე საფრანგეთიდან მიმავალი მგზავრებისთვის დიდი ბრიტანეთი გამონაკლისს დაუშვებს და მათ 14-დღიანი კარანტინის გავლას არ დაავალდებულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ოფიციალურ მიმართვაში განაცხადა, ახალი რეგულაციების მიხედვით, გარდა საფრანგეთისა, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთო განცხადებისას დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის ახალი რეგულაციები საფრანგეთიდან მიმავალ მგზავრებს არ შეეხებოდა.

როგორც მარკონი და ჯონსონის ამბობენ, ორივე ქვეყანაში ამ საკითხის დეტალურად შესასწავლად სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

რაც შეეხება საფრანგეთს, ამ ეტაპზე საფრანგეთიც თავის მხრივ კარანტინს აწესებს ქვეყანაში ყველა შემსვლელთათვის, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა და ბრიტანეთისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები