მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ზე რეაგირებისთვის კლინიკების მოსამზადებლად წელს 2 მლნ დაიხარჯება

63d3dc2a41099
ნინო ტაბატაძე
27.01.23 18:26
717

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის ჯანდაცვის სამინისტრო წელს 42.05 მლნ ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2023 წელს თანხა რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება, მათ შორის, ყველაზე მეტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვაზე დაიხარჯება. ამ მიზნით 15.892 მლნ ლარია გათვალისწინებული.

14 მლნ ლარი გამოიყოფა „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის. მათ შორის, ავტოპარკის განახლებაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯება, 6 მლნ - საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად პროგრამით 8.18 მლნ ლარია გათვალისწინებული.

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაციაზე 2.05 მლნ ლარი იქნება მიმართული.
გასულ წელს ამ პროგრამისთვის 31.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები