მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება"

63efa0c8299e3
BM.GE
17.02.23 21:00
710
ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ , სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ“,- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები