მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოფენა Caucasus Build-ის ფარგლებში Dio მომხმარებელს 10-დან 20%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

644ba95bf1867
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 23:00
750
დღეიდან 30 აპრილი ჩათვლით „უძრავი ქონების ექსპოს“ კვირეულის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build გაიმართება. ღონისძიება წელს უკვე 26-ე ტარდება და მას სამშენებლო სექტორის ადგილობრივი და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ესწრებიან.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი მწარმოებელი „დიოა“. მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიული პროდუქტის მწამრმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი თამაზ დაუშვილი „საქმიან დილასთან“ საუბრისას აღნიშნავს, გამოფენის ფარგლებში კომპანია თავის პროდუქტს მომხმარებელს ფასდაკლებით შესთავაზებს.

„კომპანია „დიო“ 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. წელს გამოფენაზე რამდენიმე მათგანს წარვადგენთ. ვამაყობთ, იმით რომ კომპანია პირველია, რომელმაც საქართველოში პერგოლების წარმოება დაიწყო - ეს არის მოძრავი გადახურვა, რომლის ქვეშაც შეიძლება მოეწყოს სხვდასხვა შემინვები. ამ პერგოლების მართვა ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიით შორი მანძილიდანაც შეიძლება როდესაც სახლში არ ხართ. ჩვენი წარმოების სიახლეს წარმოადგენს შიდა ვიტრაჟული ტიხრები, ტენტები და ა.შ.

ველოდებით მომხმარებელს. თუ ისინი ჩვენთან შეკვეთას გამოფენის დღეებში გააკეთებენ „დიოში“ 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ“, - აღნიშნა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები