მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმაზე მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე გათვლილი იყო... ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - რატიანი

5fb3d469a3e87
ინგა მურუსიძე
17.11.20 17:52
14713
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე გათვლილი იყო. ექიმმა განცხადება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია; როცა პატრული ან სასწრაფო დახმარების ბრიგანდა მირეკავდა, პაციენტის მიღებაზე უარი არასოდეს მითქვამს, მაგრამ ბოლო 10 დღეა, პაციენტის გადმოყვანაზე ბევრი "არა" ვთქვი.

ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში - ადამიანის სიცოცხლე უნდა გადარჩეს, თან ძალან ბევრი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გამოსავალი აქვს - ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით, საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“. 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები - გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე -  ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები