მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებლების უმეტესობას, რომლებიც სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს ასწავლიან, კვალიფიკაცია მხოლოდ ერთ საგანში გააჩნიათ - აუდიტი

6275672bcf81a
ალა ისპირიანი
06.05.22 23:40
871
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, იმ მასწავლებლების უმეტეს ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს ასწავლიან, კვალიფიკაცია მხოლოდ ერთ საგანში გააჩნიათ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების პროცესის ხარისხზე.

"საკითხი აქტუალურია მიმდინარე პერიოდშიც, ვინაიდან 2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594 მასწავლებელი) ასწავლიდა მე-7 − მე-12 კლასებში სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს, მათ შორის, 241 მასწავლებელი − ქ. თბილისის სკოლებში.

მაგალითად, რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მეორე − ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს. აღნიშნული წარმოშობს სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს,“- ნათქვამია 2016 წლის „ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კადრების მართვის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები