მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო - თბილისის მერია

646793bfa91df
BM.GE
19.05.23 19:22
869
 „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“ და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე.

2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები