მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი ბანკს“ ტურიზმის ინდუსტრიის დაკრედიტებაში 45%-იანი წილი უკავია - ლევან შავკაციშვილი

5f1b02026a1e8
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 19:40
1737
საბანკო სექტორში ტურიზმის ინდუსტრიის მთლიანი დაკრედიტება 2.5 მლრდ ლარია, საიდანაც 45%-იანი წილი „თიბისი ბანკს“ უკავია, - ამის შესახებ „თიბისის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან შავკაციშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი მშპ-სთან მიმართებაში იზრდება, შესაბამისად იზრდება სექტორის მიმართ საბანკო დაკრედიტებაც.

„ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი ეკონომიკისთვის. 2019 წელს მშპ-სთან მიმართებასი მისი წილი იყო 18.5%. ათი წლის წინ ეს 5%-იც არ იყო. შესაბამისად იმას ვერ გავექცევით, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრია და სექტორი გახდა და მათ შორის თიბისი ბანკისთვისაც.

საბანკო სექტორში ამ ინდუსტრიის მთლიანი დაკრედიტება დღევანდელი მონაცემებით, ჯამური პორტფელი 2.5 მლრდ ლარია, საიდანაც თიბისის წილი 45%-ია, რაც 1.1 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან 60%, ანუ 650 მლნ ლარი კონცენტრირებულია მაინც თბილისში, ხოლო 40% - 450 მლნ ლარი რეგიონებში. ამას შევხედეთ ჩვენ ასევე სხვა განზომილებიდან. საშუალო და დიდი ზომის სასტუმრობი, სადაც მსგავსი გადანაწილებაა - საშუალო ზომის სასტუმროები 37% - 400 მლნ ლარი; მასშტაბური სასტუმროები 63% - 700 მლნ ლარი“, - აღნიშნა ლევან შავკაციშვილმა.



მისი თქმით, ამ ბანკის მიერ სექტორის დაკრედიტების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, იმისთვის, რომ ბანკმა შეძლოს მდგომარეობის შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება კლიენტებისთვის.

„ამხელა პორტფელიდან გამომდინარე გუნდს აქტიური მუშაობა მოუვიწია, რომ მაქსიმალურად მორგებული რესტრუქტურიზაციები შეგვეთავაზებინა, რაც მათ ხელს შეუწყობდა, რომ გახსნის პროცესს მომზადებულები შეხვედროდნენ და მეორე, რაც იყო მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინდუსტრია იზრდებოდა ძალიან ბევრი პროექტი იყო მიმდინარე, რომელიც ან უნდა გაჩერებულიყო, ან მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო, რომ სასტუმროები დასრულებული და მშენებარე ობიექტები არ გაჩერებულიყო, რაზეც ვფიქრობ, რომ თიბისიმ ძალიან იაქტიურა და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ წამოწყებული პროექტები ბოლომდე მიგვეყვანა. ამაში დაგვეხმარა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აქტიურმა მუშაობამ და მათი რესურსის გამოყენებამ, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კლიენტებს და ჩვენს პარტნიორებს შევთავაზოთ ბევრად მოქნილი პირობები და გაუვუმჯობესოთ დაფინანსების პირობებიც.

მეორე რესურსი, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ტურიზმის სექტორის მხარდამჭერი სახელმწიფოს პროგრამებია, რაც ძირითადად ხელს უწყობს ორი მიმართულებით, ერთი არის ხარჯების დაზოგვა და პროცენტის სუბსიდირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ახალ პროექტებში თანადაფინანსებაში შემოსვლა, რისკის ნაწილის აღება სახელმწიფოს მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები