მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმის მთავარ გამოწვევად ბევრი რუსი მიგრანტის ჩამოსვლა მიმაჩნია” - ტუროპერატორი

648b1db4c2191
თამთა ჯიჯავაძე
18.06.23 20:00
1018
“ტურიზმის მთავარ გამოწვევად, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ გამოწვევად საქართველოში ბევრი რუსი მიგრანტის ჩამოსვლა მიმაჩნია”, - ამის შესახებ bm.ge-ის Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ქეთი დოჭვირმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ტურისტებზე მეტად მიგრანტები ჭარბობენ, - „მათი რაოდენობა ძალიან თვალში საცემია. სხვა ტურისტებს რაც შეეხება, იგივე ნაკადები გვაქვს, რაც ადრე. უბრალოდ კონკრეტული სეგმენტი რაოდენობრივად იმდენად დომინირებს, რომ რთულია კონკრეტული სტატისტიკის გარეშე ფაქტებზე ვისაუბროთ“, - ამბობს ქეთი დოჭვირი.

რაც შეეხება რისკებს, ტუროპერატორი მიიჩნევს, რომ რუსი მიგრანტების სიმრავლე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას რისკის ქვეშ აყენებს.

„უამრავი რუსული ბიზნესი გაიხსნა, რუსულენოვანი მოსახლეობა გაიზარდა, როცა ქვეყანაში ტურისტი ჩამოდის, მისთვის შეიძლება არ იყოს კომფორტული ერთ ქვეყანაში ჩამოსვლა, რომელშიც აბსოლუტურად სხვა ქვეყნის მოსახლეობა დომინირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად სექტორს. ვინაიდან ტურისტულ პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს. ტურიზმის ბიზნესი ამით ზარალდება. არის რისკები, რომ საქართველო მალე ტურისტულად არამიმზიდველი ქვეყანა გახდეს“, - აცხადებს ქეთი დოჭვირი.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 ათასი მოქალაქე ემიგრირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები